ჩვენს შესახებ

ვახტანგ დობორჯგინიძე (დირექტორი)

Account LLC - საბუღალტრო ცენტრი არის ბუღალტრის განვითარებაზე ორიენტირებული საკონსულტაციო და სასწავლო კომპანია, რომლის ძირითადი მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად როგორც დამწყები ისე მთავარი ბუღალტრებისთვის. ცენტრის მისიაა მოამზადოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნით, ადამიანური და პროფესიული ღირებულებებით აღჭურვილი კურსდამთავრებულები რომლებიც მუდივად იქნებიან ორიენტირებულნი მოახდინონ კვალიფიკაციის ამაღლება და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

ცენტრის სწავლების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სწავლების ინდივიდუალური მეთოდი, რაც გულისხმობს მსმენელზე მორგებულ სასურველ დროს, რომელიც ეთმობა მხოლოდ მას. წლების მანძილზე პრაქტიკულმა გამოცდილებამ და ჩატარებულმა კვლევებმა დაგვანახა ინდივიდუალური სწავლების უპირატესობა.

ცენტრის სამუშაო გუნდს წარმოადგენს დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოქმედი ბუღალტრები და აუდიტები. სათანადო ცოდნითა და მატერიალურ -ტექნიკური ბაზით აღჭურვილი გუნდი ყოველთვის მზადაა მსმენელებთან შესახვედრად.

ჩვენი ცენტრი აგრძელებს კონსულტაციების გაწევას კურსდამთავრებულებთან მათთვის საჭირო საკითხებზე. ერთი წლის მანძილზე კონსულტაციები მათთვის უფასოა.

ბიზნესი წარმოუდგენელია ბუღალტერის გარეშე ამიტომ ჩვენთვის დიდი პატივია შევიტანოთ წვლილი ბიზნესის განვითარებაში