GEO  ENG  RUS

ვინ ვართ ჩვენ

ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრი არის  ბუღალტრის განვითარებაზე ორიენტირებული საკონსულტაციო და სასწავლო კომპანია, რომლის ძირითადი  მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად როგორც დამწყები ისე მთავარი ბუღალტრებისთვის. ცენტრის მისიაა მოამზადოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნით, ადამიანური და პროფესიული ღირებულებებით აღჭურვილი კურსდამთავრებულები რომლებიც მუდივად იქნებიან ორიენტირებულნი მოახდინონ კვალიფიკაციის ამაღლება და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

ცენტრის სწავლების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სწავლების ინდივიდუალური მეთოდი, რაც გულისხმობს  მსმენელზე მორგებულ სასურველ დროს, რომელიც ეთმობა მხოლოდ მას. წლების მანძილზე პრაქტიკულმა გამოცდილებამ და ჩატარებულმა კვლევებმა დაგვანახა ინდივიდუალური სწავლების უპირატესობა.

ცენტრის სამუშაო გუნდს წარმოადგენს დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოქმედი ბუღალტრები და აუდიტები. სათანადო ცოდნითა და მატერიალურ -ტექნიკური ბაზით აღჭურვილი გუნდი ყოველთვის მზადაა მსმენელებთან შესახვედრად.

ჩვენი ცენტრი აგრძელებს კონსულტაციების გაწევას კურსდამთავრებულებთან მათთვის საჭირო საკითხებზე. ერთი წლის მანძილზე კონსულტაციები მათთვის უფასოა.

ბიზნესი წარმოუდგენელია ბუღალტერის გარეშე ამიტომ ჩვენთვის დიდი პატივია შევიტანოთ წვლილი ბიზნესის განვითარებაში .

სიახლეების გამოწერა

გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ საბუღალტრო ჟურნალში სიახლეების გამოქვეყნებისას ინფორმირებული იქნებით ელ. ფოსტის საშუალებით.

საბუღალტრო
მომსახურება

აუდიტორული
მომსახურება

სასწავლო
პროგრამები

საბუღალტრო
ჟურნალი

© 2016, Luca Pacioli Account Center, All Rights Reserved.
Created by