GEO  ENG  RUS

საბუღალტრო პროგრამები

5 მაისი, 2015

ბუღალტერიაში ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში მნიშვნელოვან და თითქმის გადამწყვეტ როლს ასრულებს კომპიუტერული პროგრამები.

დღევანდელ სტატიაში მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების შესახებ.

ყველაზე გავრცელებული არის კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა ორისი.

კომპანია "ორისი" დაარსდა 1992 წელს. იგი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც დსთ-ს ტერიტორიაზე დაარსდა, კომპიუტერული პროგრამების წარმოების სფეროში და წარმოებული პროდუქტების მრავალფეროვნებით ლიდერთა რიცხვში შედის.

კომპანია უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებასა და კომპლექსურ მომსახურებას.

კომპანიის სპეციალისტების მიერ შექმნილი იქნა შემდეგი პროგრამული სისტემები:

პროგრამის პოპლურარულობას ხელს უწყობს ორის ბუღალტერიის სადემონსტრაციო ვერსია, ანუ როგორც შემოკლებით ვუწოდებთ დემო ვერსია.ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩამოტვირთოს, გაეცნოს და შეისწავლოს პროგრამა.

საკმაოდ მოთხოვნადია საბუღალტრო პროგრამა "ინფო" .საბუღალტრო-სასაწყობო კომპიუტერული პროგრამა "ინფო ბუღალტერი" 11 წლის წინ შეიქმნა მოსკოვში. მის შექმნას და შემდგომ განვითარებას საფუძვლად დაედო კარგად მოფიქრებული კონცეფცია. გამოცდილი მეცნიერებისა და ახალგაზრდა ნიჭიერი პროგრამისტებისაგან შემდგარმა კოლექტივმა შეძლო მსოფლიოს წამყვანი კომპიუტერული ფირმების სტანდარტების დონის და ხარისხის პროგრამული პროდუქტის შექმნა.

პროგრამის გაყიდვა დაიწყო 1992 წლის 12 ოქტომბერს საქართველოში ეს პროგრამა ჯერ კიდევ მისი ქართული ვერსიის შექმნამდე, 1997 წელს გამოჩნდა.ამას მოყვა შპს"იბერ ინფოს " დაბადება.დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია პროგრამის შესწავლა "იბერ ინფოში".

მე პირადად არ მომწონს რომ არ აქვს დემო ვერსია, რადგან ხშირ შემთხვევაში პრეზენტაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს პროდუქტის შესაძენად.

შპს ქართული პროგრამული სისტემები საქართველოს ბაზარზეა, როგორც ერთ-ერთი დიდი პროგრამული უზრუნველყოფის ორგანიზაცია.SuperFin- საბუღალტრო აღრიცხვის სრული ავტომატიზაცია, რომლითაც სრულად და მარტივად ეწყობა ნებისმიერი ფირმის ან საწარმოს საბუღალტრო საქმიანობა.პროგრამს მრავალი წელია იყენებს როგორც მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. შპს FINA დაფუძნებულია 2011 წელს და ახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას. FINA სთავაზობს მზა გადაწყვეტილებებს სხვადასხვა სახის ბიზნესის მართვის და ავტომატიზაციის მიზნით, როგორიცაა საწყობი, მაღაზია, სუპერმარკეტი, რესტორანი, დისტრიბუცია, სასტუმრო, წარმოება. სისტემა შექმნილია საქართველოში და განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოებისთვის.აღსანიშნავია პროგრამის ფერადი ინტერფეისი და სიმარტივე.პროგრამას აქვს დემო ვერსია და არაჩვეულებრივი სალექციო კურსი რომელიც მოყვება დემო ვერსიას.

კომპანია „აპექსი“ - წარმოადგენს სპეციალისტების ჯგუფს, რომელიც 2004 წლიდან საწარმოო-დაწესებულებების ავტომატიზაციის მიზნით ახორციელებს ბიზნეს პროცესების მართვის ავტომატიზებული სისტემების შექმნასა და დანერგვას. ამ კუთხით ჩვენ მიერ შეიქმნა პროგრამული უზრუნველყოფა - მართვის ავტომატიზებულ სისტემათა კომპლექსი - "აპექსი", რომელიც წარმოადგენს წარმოების, საცალო-საბითუმო ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს ორგანიზაციებში აღრიცხვის, ანალიზისა და მართვის მძლავრ ინსტრუმენტს.კომპანია ლიდერია სააფთიაქო ბაზარზე.

Apricot Software – დაარსებულია 2014 წ-ის მარტში.კომპანია წარმოადგენს Armsoft -ის ბუღალტრულ და სავაჭრო სისტემებს ქართულ ბაზარზე.მათი პროდუქტებიდან აღასანიშნავია AS-BookKeeper სისტემა გათვალისწინებულია მცირე ორგანიზაციების მარტივი ბუღალტერიის ავტომატიზირებისთვის. განსაკუთრებით მოხერხებულია მომსახურების პროვაიდერი, საკონსულტაციო, აუდიტორული კომპანიების, მცირე საშტატო კომპანიებისთვის. 

უფასო სისტემაAS-BookKeeper სისტემა არ არის დემო ვერსია, არ აქვს ვადების ან/და საბუთების რაოდენობრივი შეზღუდვა. ეს არის სრულყოფილი სამუშაო პროგრამა. იგი სრულიად უფასოა.ინსტალაციის და გამოყენების სიმარტივესისტემის ინსტალაცია და მასთან შემდგომი მუშაობა ძალიან მარტივია და არ მოითხოვს კომპანიაში ტექნიკური სპეციალისტის არსებობას ან ბუღალტერთა სიღრმისეულ გადამზადებას. სისტემის ტექნიკური მოთხოვნები არ არის მაღალი, ე. ი. კომპანიას არ ესაჭიროება დამატებითი კომპიუტერული ტექნიკის ან პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა.არ საჭიროებს განსაკუთრებულ შესწავლას და ფართომასშტაბიან დანერგვასპროგრამის გამოყენებისთვის არ არის საჭირო სპეციალური მომზადება. პროგრამის უფრო სიღრმისეულ საშუალებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრონული რესურსების მეშვეობით.კომპანია ახორციელებს უფასო ტრენინგებს ბუღალტერბისთვის, სტუდენტებისთვის და ორგანიზაციებისთვის.თქვენ გახსენით თქვენი პირველი მაღაზია და ჯერ არ გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ მაღაზიის აღრიცხვის სისტემა. იქნებ მაღაზია პატარაა და არ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად სისტემის შეძენა. კომპანია Apricot Software ასაჩუქრებს ყველა მცირე მაღაზიას, უფასო ახალი თაობის სისტემით - AS-MarketPlace. სისტემა ასრულებს მაღაზიის ყველა მნიშვნელოვან ოპერაციას.

პროგრამები ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩამოტვირთოს კომპანიის ოფიციალური საიტიდან.

რაც შეესება უცხოურ საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამებს მე მომწონს

QuickBooks . აქვს უფასო ვერსია 30 დღის განმავლობაში.

იმედი მაქვს სტატია მოგეწონათ მე წარმატებებს გისურვებთ.

სიახლეების გამოწერა

გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ საბუღალტრო ჟურნალში სიახლეების გამოქვეყნებისას ინფორმირებული იქნებით ელ. ფოსტის საშუალებით.

საბუღალტრო
მომსახურება

აუდიტორული
მომსახურება

სასწავლო
პროგრამები

საბუღალტრო
ჟურნალი

© 2007, Account LLC - Account Center, All Rights Reserved.
Created by