GEO  ENG  RUS

ინკლუზიური ტურიზმის მე-4 საერთაშორისო კონფერენცია

24 ოქტომბერი, 2016

2016 წლის 17 ოქტომბერს ქ.ბათუმში სასტურმო "ჰილტონში"   ინკლუზიური  ტურიზმის ცენტრის „პარსას“ ორგანიზებით, მეოთხე  საერთაშორისო  კონფერენცია გაიმართა.კონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი, აჭარის მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები დაესწრნენ. კონფერენციის მთავარი თემაა „ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის“. ღონისძიების მიზანია ინკლუზიური ტურიზმისა და ადაპტირებული გარემოს უნივერსალური დიზაინის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. 

კონფერენცია ინკლუზიური ტურიზმის ცენტრის „პარსას,“ ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს, ქალაქ ბათუმის მერიის და ინკლუზიური ტურიზმის ევროპული ქსელის „ენატის“ ორგანიზებით გაიმართა.კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო შპს"ლუკა პაჩოლის საბუღალტრო ცენტრის" დირექტორმა ქ-ნ ხატია ჭონქაძემ.მან დამსწრე საზოგადეობას წარუდგინა მოკლე სტატისტიკა და ფინანსური მაჩვენებლები ინკლუზიური ტურიზმის შესახებ.

 

სიახლეების გამოწერა

გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ საბუღალტრო ჟურნალში სიახლეების გამოქვეყნებისას ინფორმირებული იქნებით ელ. ფოსტის საშუალებით.

საბუღალტრო
მომსახურება

აუდიტორული
მომსახურება

სასწავლო
პროგრამები

საბუღალტრო
ჟურნალი

© 2007, Account LLC - Account Center, All Rights Reserved.
Created by