GEO  ENG  RUS

თბილისის ახალგაზრდული თეატრი

6 სექტემბერი, 2016

ააიპ "თბილისის ახალგაზრდული თეატრი "წარმოადგენს შპს "ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრის" ოფიციალურ პარტნიორს . მოხარული ვართ რომ შეგვიძლია დავეხმაროთ თეატრს განვითარებაში.ჩვენს საბუღალტრო ჟურნალში კი გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს თეატრის ერთ-ერთ დამფუძნებელთან.მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი კი გახლავთ ახალგაზრდა რეჟისორი ნიკა ლუარსაბიშვილი.

გამარჯობა ნიკა.მოგვიყევით თქვენი თეატრის დაარსების ისტორია 

"თბილისის ახალგაზრდული თეატრი" ერთი წელია რაც შეიქმნა, მე და საქართველოში მოღვაწე ლიტველმა რეჟისორმა ლინდა ურბონამ გადავწყვიტეთ შეგვექმნა რაიმე ალტერნატიული სივრცე, რომ შეგვექმნა ისეთი თეატრი, რომელიც სარგებლობას მოუტანდა მაყურებლებს. ეს ცოტა რთულია სიტყვებში ახსნა, მაგრამ  გვსურდა თეატრი არ ყოფილიყო მხოლოდ გასართობი , ან უბრალოდ საინტერესო, რაც თავისთავად არსებობენ ესეთი თეატრები, არამედ მაყურებლისთვის თეატრს სასიცოცხლო ფუნქცია შეესრულებინა. ჩვენთვის ავიღეთ როგორც თეატრის იდეა ან შეიძლება კრედოც დავარქვათ, დიდი კოტე მარჯანიშვილის შემდეგი სიტყვები: „ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა მიანიჭოს ადამიანს სიხარული და შთაბეროს მას  მხნეობა“

ცოტა რამ ნიკა ლუარსაბიშვილის შესახებ

 რა ვთქვა სიმაღლეში ვარ ორი მეტრი და ოთხ სატიმეტრიანი რეჟისორი.  ამბობენ, რომ ყოფილან მაღალი რეჟისორები, მაგრამ ასეთ სიმაღლეებს ჯერ ვერცერთი რეჟისორი ვერ გაწვდა.

რა არის თეატრის მიმართულება 

ჩვენ რამოდენიმე პროექტი განვახორციელეთ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი პირადი სივრცე არ გაგვაჩნია, სხვადასხვა სივრცეებს ვქირაობთ და ისე ვთამაშობთ სპექტაკლებს. პირველი იყო გასტროლი ბათუმში ორი საბავშვო სპექტაკლით „პინოკიო“ და „ყვითლები“  შემდეგი რამოდენიმე სპექტაკლი თბილისში. თუმცა ვფიქრობ რომ ჩვენ თეატრს გარკვეული განვითარება დაეტყო და ის იდეები რაც ავიღეთ მიზნად გამოიხატა სპექტაკლში „ლურჯა ცხენები“ რომლის პრემიერაც ივლისში შედგა. ეს გახლდათ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი–ფანტაზია. თუმცა ეს ჯერ კიდევ დაუმთავრებელი სპექტაკლი გახლდათ, პრემიერა ვითამაშეთ როგორც ტესტი მაყურებელთან, რომ გადაგვემოწმებინა და ვფიქრობთ საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ამ სპექტაკლს. ნოემბერში კვლავ ვაპირებთ ვითამაშოთ ეს სპექტაკლი უკვე დასრულებული სახით, სწორედ გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს, 17 ნოემბერს.

ნიკა გაიხსენეთ თქვენი პირველი სპექტაკლი?

ჩემი პირველი სეპქტაკლი გახლდათ ჩემი საკურსო მარჯანიშვილის თეატრის სხვენში, ბერნარდ შოუს პატარა პიესა სახელწოდებით „როგორ ატყუებდა ის მის ქმარს“

როგორია ერთი დღე თეატრში?

გააჩნია ალბათ რაზე ვმუშაობთ, რეალურად თვითონ მასალა და დრამატურგია განსაზღვრავს დღის რიტმსაც და ტემპსაც.

თქვენი ყველაზე წარმატებული პროექტი?

ალბათ, ჩემი ყველაზე წარმატებული პროექტი გახლდათ 2012 წელს ასევე მარჯანიშვილის თეატრის სხვენში დადგმული სამუელ ბეკეტის პიესა „კრეპის უკანასკნელი ფირი“, რომელმაც დურუჯის ორი ნომინაცია მიიღო საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მარლენ ეგუტია და წლის საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი მე, საბოლოოდ გავიმარჯვე და გადმომცეს ეს პრიზი, მოგვიანებით ბატონ მარლენ ეგუტიამ ამ სპექტაკლით გახსნა თავისი ვარსკვლავის გახსნის ცერემონია, ბევრი დადებით  წერილიც დაიწერა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს აღარ გადის ეს სპექტაკლი.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმაა თეატრისთვის შესაფერისი სივრცე მოვძებნოთ, რომ რეგულარულად ვითამაშოთ სპექტაკლები, რადგან მოგეხსენებათ დარბაზის იჯარას  ძალიან დიდი ფინანსები მიაქვს და ფაქტიურად ჩვენ მხოლოდ ენთუზიაზმით და ჩვენი საქმის სიყვარულით ვსაზრდოობთ მხოლოდ და მხოლოდ.

რომელია თქვენი საოცნებო სპექტაკლი?

ძალიან ბევრი პიესაა, რომელიც მინდა დავდგა, მაგრამ თუ სპექტაკლი იგულისხმება მინდა ისეთი სპექტაკლი შევქმნა სადაც გამოგონილი ფანტაზია რეალურ დროსა და სივრცეში გადაიქცევა რეალობად და არ აღიქმება და დარჩება მაყურებლების გონებაში როგორც სპექტაკლი.

მადლობა ინტერვიუსთვის .წარმატებებს გისურვებთ!

სიახლეების გამოწერა

გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ საბუღალტრო ჟურნალში სიახლეების გამოქვეყნებისას ინფორმირებული იქნებით ელ. ფოსტის საშუალებით.

საბუღალტრო
მომსახურება

აუდიტორული
მომსახურება

სასწავლო
პროგრამები

საბუღალტრო
ჟურნალი

© 2007, Account LLC - Account Center, All Rights Reserved.
Created by