GEO  ENG  RUS

ინტერბიზნესის აკადემია

20 თებერვალი, 2016

სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში  საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპია. ბედნიერი სტუდენტობა ეხმარება ადამიანს გახდეს წარმატებული და მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება პროფესიაში. სწორედ ასეთია ინტერბიზნესის აკადემია. აკადემია, რომელიც ამაყობს საკუთარი სტუდენტებით. შპს ინტერბიზნესის აკადემიის დამფუძნებელია შპს კომპანია ინტერბიზნესი,  რომელიც წარმოადგენს ოჯახურ ბიზნესს. დამფუძნებლები არიან მიხეილ მანაშერიძე, პროფესიით მუსიკოსი, კომპოზიტორი. ინგა მანაშერიძე, პროფესიით პედაგოგი, დეფექტოლოგი, ირაკლი მანაშერიძე პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი და მაია მანაშერიძე, ტელერეჟისორი. ჩვენ ვესაუბრეთ აკადემიის დირექტორს ქ-ნ ინგა მანაშერიძეს.

გამარჯობა. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. მოგვიყევით აკადემიის დაარსების ისტორია

მოგესალმებით. 1992  წლიდან შპს  ინტერბიზნეს აკადემია ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, როგორც სტომატოლოგიური კოლეჯი და ინსტიტუტი. 2008 წლიდან აკადემიაში ხორციელდება საბაკალავრო პროგრამები ბიზნესის ადმინისტრირების და ხელოვნების მიმართულებით.

რომელ სასწავლო პროგრამებს სთავაზობთ სტუდენტებს?

2012 წლიდან ინტერბიზნესის აკადემია ახორციელებს 2 საბაკალავრო პროგრამას ,,ბიზნესის ადმინისტრირება” და ,,ინფორმატიკა” და 7 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას  ბიზნესის ადმინისტრირების (ოფისის მენეჯერი, ბუღალტერი), ინჟინერიის (ინფორმაციული ტექნოლოგი) სამართლს (კრიმინალისტი, ფოტოდაქტილოსკოპისტი) და ჯანდაცვის (პრაქტიკოსი ექთანი,  ფარმაცევტის თანაშემწე) მიმართულებებით.  

რას გვეტყვით სასწავლო პროცესის შესახებ?

ინტერბიზნესის აკადემიაში სასწავლო პროცესი ხორციელდება სწავლების ევროპული სტანდარტებით. კერძოდ  ევროპის რეგიონში უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების აღიარების კონვენციის (ლისაბონის აღიარების კონვენციის) მოთხოვნების შესაბამისად.

 

როგორც ვიცით არიელის (ისრაელის) უნივერსტიტის პარტნიორი ხართ

2012 წლიდან   ინტერბიზნესის  აკადემია ინტენსიურად თანამშრომლობს ისრაელის არიელის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შემუშავდა და 2015-2016 სასწავლო წლიდან უკვე ხორციელდება ერთობლივი საბაკალავრო პროგრამები ,,ბიზნესის ადმინისტრირება” და ,,ინფორმატიკა”. პროგრამების განხორციელება მიმართულია საქართველოს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისაკენ და მის მიზანს  წარმოადგენს განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა. პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები ინტერბიზნესის აკადემიაში სწავლის 2 წლის შემდეგ გაემგზავრებიან ისრაელში, სწავლას დაასრულებენ და მიიღებენ არიელის უნივერსიტეტის ნოსტრიფიცირებულ დიპლომს ბაკალავრის ხარისხით.

როგორია  ერთი სასწავლო დღე ?

სწავლა მიმდინარეობს ისე, როგორც შეეფერება ევროპული ერთობლივი საგანმანთლებლო პროგრამების განმახორციელებელ სასწავლო დაწესებულებას – ძალიან ინტენსიურად და საინტერესოდ. ეს ცოცხალი პროცესია. სწავლება მიმდინარეობს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით.

რას გვეტყვით სტუდენტურ ცხოვრებაზე?

სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში. მიღწევები უამრავია. კერძოდ, რესპუბლიკური სამეცნიერი კონფერენციების პირველი ხარისხის დიპლომები, თბილისის არტჰოლის სტუდენტური  მეჯლისის „ყვავილების დედოფალი“   გრან-პრი, ოქროს გვირგვინი,  მაყურებლის სიმპათია. ასევე ინსტიტუტთაშორისო კონკურსებსა და სპორტულ შეჯიბრებეში მოპოვებული ჯილდოები, პრიზები და ტიტულები, საუკეთესო ინტერმედია ,,სილამაზის დედოფლის” ტიტული, საპრიზო ადგილი მკლავჭიდში,  კალათბურთში და სხვ.

 

სიახლეების გამოწერა

გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ საბუღალტრო ჟურნალში სიახლეების გამოქვეყნებისას ინფორმირებული იქნებით ელ. ფოსტის საშუალებით.

საბუღალტრო
მომსახურება

აუდიტორული
მომსახურება

სასწავლო
პროგრამები

საბუღალტრო
ჟურნალი

© 2007, Account LLC - Account Center, All Rights Reserved.
Created by