GEO  ENG  RUS

ეკა მახარაშვილი

17 თებერვალი, 2016

„ბუღალტერიაში შეიძლება შეცდომა დაუშვა მაგრამ ,არ ინერვიულო ეს შეცდომა არასოდეს აღარ მოგივა“ ამბობს ახალგაზრდა ბუღალტერი ეკა მახარაშვილი.ის ბავშვობი ოცნებობდა რომ მხატვარი გამოსულიყო ,წლების შემდეგ მისი კარიერა საბანკო სფეროში დაიწყო და დღეს ის მთავარი ბუღალტერი გახლავთ.

გამარჯობა ეკა.მადლობა ინტერვიუსთვის .სად მუშაობთ ამჟამად ?

ამჟამად ვარ მთავარი ბუღალტერი :შპს „აბსცისა“, შპს „პრესტიჟი“ და  შპს „AUTO-MOBIL”

რა პროფესიაზე ოცნობობდით ბავშვობაში

მე ბავშვობაში ოცნებად მქონდა რომ გამოვსულიყავი მხატვარი, ვხატავდი ნებისმიერ ფურცელზე სადაც ცარიელ ადგილს ვნახავდი, ჩემს სახლში დღესაც რომ გადაშალოთ ძველი წიგნები შიგნითა ყდებზე აუცილებლად ჩემი ბავშვობის დროინდელი ნახატები დაგხვდებათ.

ეკა გაიხსენეთ პირველი სამუშაო ადგილი

ჩემი პირველი სამუშაო ადგილი იყო სტანდარტ ბანკი.

გაიხსენეთ  თქვენი პირველი წარმატებულად შესრულებული სამუშაო

ნუ თუ დავიწყებთ იქიდან რომ თავიდან ბანკში ვმუშაობდი და იქ ძირითადად კლიენეტების მოზიდვაზე ვიყავი ორიენტირებული, აქედან გამომდინარე წარმატებულად შეიძლება ჩავთვალო ის მომენტი რომ ბანკის სასარგებლოდ მოვიზიდე ბევრი მომხმარებელი. ბუღალტერიას რაც შეეხება ალბათ უფრო ის მომენტი, როდესაც პირველად დამპუკიდებლად შევადგინე წლიური ბალანსი და გადავაგზავნე წლიური  დეკლარაციები.

თქვენი პირველი ხელფასი

ჩემი პირველი ხელფასი იყო 400 ლარი

გაიხსენეთ პირველი კურიოზი ბუღალტერიაში

ზოგადად  ბუღალტერობა მგონი ისეთი პროფეისია არის  სადაც ყველაზე იშვიათად ხდება კურიოზები, მაგრამ ხანდახან გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს .

ერთხელ ერთ-ერთი ინდივიდუალური  მეწარმე მოვიდა ჩემთან გარკვეულ საკითხებზე კონსულტაციისთვის, ვთხოვე რომ რს.ჯე-ს მომხმარებელი და პაროლი ეთქვა, პაროლზე მეუბნება რომ ჩამეწერა „რემბო“, მახსოვს სიცილის შეკავება აღარ შემეძლო, ბოდიში მოვუხადე დროებით დაგტოვებ -მეთქი , გავედი გარეთ და ცოტა რომ მოვსულიერდი მერე გავაგრძელე მასთან კონსულტაციები.

მოგვიყევით თქვენი ერთი სამუშაო დღე

ჩემი სამუშოა დღე იწყება დილის 10 საათიდან თითქმის საღამოს 10 საათამდე ფინანსური აღრიცხვა, რს.ჯი, დეკლარაციები, გადარიცხვები.... დღის ბოლოს სავარჯიშო დარბაზი და მეგობრები

როგორ ფიქრობთ რა არის აუცილებელი იმისთვის რომ ახლგაზრდა ასაკში შედგე ბუღალტრად?

პირველ რიგში მთავარია ამ სფერსადმი ინტერესი, მერე მონდომება და ცოტა გონებამხვილობა.

თქვენი მესიჯი  რასაც გაუგზავნიდით ახალგაზრდებს რომლებასაც სურთ გახდნენ წარმატებული ბუღალტერი ?

იშრომონ, ისწავლონ, არ ითაკილონ დამწყებმა ბუღალტრება არც ერთ სფეროში მუშაობა, ყველა სფეროს თავისი ხიბლი აქვს, რაც არ იციან იკითხონ სხვადასხვა ბუღალტრებთან, შეიძლება შეცდომა დაუშვან რაღაც საკითხში, მაგრამ არ ინერვიულონ, ეს შეცდომა მომავალში მათ აღარასდროს მოუვათ.

და ბოლოს დაასახელეთ თქვენი საოცნებო კომპანია სადაც  იმუშავებდით ბუღალტრად ?

დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი რომელიმე ფრანგულ მოდის სახლში 

წარმატებებს გისურვებთ !

 

სიახლეების გამოწერა

გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ საბუღალტრო ჟურნალში სიახლეების გამოქვეყნებისას ინფორმირებული იქნებით ელ. ფოსტის საშუალებით.

საბუღალტრო
მომსახურება

აუდიტორული
მომსახურება

სასწავლო
პროგრამები

საბუღალტრო
ჟურნალი

© 2007, Account LLC - Account Center, All Rights Reserved.
Created by