GEO  ENG  RUS

ინტერნეტ კომერცია

24 იანვარი, 2016

ინტერნეტმა მსოფლიო დაიპყრო. მისი საშუალებით ყველა სახის მომსახურეობის მიღებაა შესაძლებელი. მსოფლიო მასშტაბით ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი მუდმივად იზრდება და საერთაშორისო კომპანიებს აიძულებს ყოველ ჯერზე ინოვაციური იდეები წარუდგინონ ინტერნეტ - მომხმარებლებს. რა თქმაუნდა, პირველ ადგილს ონლაინ გაყიდვები და რეკლამა იკავებს. გამონაკლისს არც სამედიცინო სფერო წარმოადგენს და არც ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა შექმნილიყო ახალი სამედიცინო ვებ პორტალი www.medicalcoupon.ge .

სამ ენოვანი სამედიცინო ვებ პორტალი, რომელიც აერთიანებს ინტერნეტ მარკეტინგის ყველა კომპონენტს დაწყებული ონლაინ გაყიდვებით, დამთავრებული ძლიერი სარეკლამო მომსახურეობით,  6 თვეა რაც გამოჩნდა ბაზარზე და უკვე დიდი წარმატებით სარგებლობს. კომპანიის მიზანია სამედიცინო სფეროში მოღვაწე ქართული და უცხოური ბრენდების, მათი მომსახურებისა და პროდუქტის პოზიციონირება და პოტენციურ მომხმარებლამდე ინფორმაციის მიწოდება, რის ეფექტურად განხორციელებასაც ხელს უწყობს მძლავრი, მრავალფეროვანი სარეკლამო კომპონენტი და საინტერესო მუდმივად განახლებადი ონლაინ ჟურნალი „Medical Journal”. 

კომპანიისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს სამედიცინო  და გამაჯანსაღებელი მომსახურების ან პროდუქტის გაყიდვებს და სურს მომხმარებლისთვის  ხელმისაწვდომი  გახადოს ფასდაკლებები აქციების მეშვეობით. ამავდროულად, დაეხმაროს პროვაიდერ კომპანიებს გაზარდონ მყიდველთა რაოდენობა.

„ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ხალხს ჰქონდეს სრული და დამაჯერებელი ინფორმაცია იმ მომსახურეობებისა და სიახლეების შესახებ, რასაც სამედიცინო სფეროში მოღვაწე კომპანიები სთავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს. სწორედ ამიტომ, შევქმენით მძლავრი ონლაინ სივრცე, მოვარგეთ სამედიცინო სფეროსა და ქართველ მომხმარებელს. ჩვენი გვერდი სამ ენოვანია, რაც საშუალებას იძლევა ავითვისოთ მოსახლეობის უცხოენოვანი ნაწილიც. შესაბამისად იზრდება პოტენციურ მომხმარებელთა რაოდენობა, რაც ყველა სამედიცინო კომპანიისთვის მომგებიანია“ - განაცხადა კომპანიის ერთერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა მარინა ჯიმშელეიშვილმა.

ნანუკა ჩართოლანი

სპეციალურად საიტისთვის

 

სიახლეების გამოწერა

გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ საბუღალტრო ჟურნალში სიახლეების გამოქვეყნებისას ინფორმირებული იქნებით ელ. ფოსტის საშუალებით.

საბუღალტრო
მომსახურება

აუდიტორული
მომსახურება

სასწავლო
პროგრამები

საბუღალტრო
ჟურნალი

© 2007, Account LLC - Account Center, All Rights Reserved.
Created by