GEO  ENG  RUS

PFC

14 იანვარი, 2016

დაძაბული გრაფიკი, მუდმივად სტრესული და დამღლელი გარემო, არაჯანსაღი საკვები და კიდევ უამრავი ფაქტორია ის, რაც  აისახება ადამიანის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე. როდესაც გავიაზრებთ ჩვენს მდგომარეობას, ხშირად უკვე გვიანია და გვიწევს სხვადასხვა პროფილის ექიმებთან სიარული. რა თქმა უნდა, სასურველია ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ხელი შევუწყოთ ჩვენს სხეულს ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.

პარო ფიტო ცენტრი 2 წელია რაც არსებობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს პროფესიონალთა მომსახურეობას, გამაჯანსაღებელ - სამკურნალო ფიტო პროცედურებს და საუკეთესო გარემოს რელაქსაციისთვის.

ცენტრი აღჭურვილია უახლესი, კედარის ფიტო კასრებით, რომელთა სამკურნალო თვისებებიც უნიკალურია. კედრის ფიტო კასრში მიღებული ორთქლის აბაზანები ორგანიზმიდან გამოდევნის დაგროვილ ტოქსინებს და შლაკებს, ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის, ენდორფინის გამოყოფას და ნერვიული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. პროცედურები დადებითად მოქმედებს ჭარბი წონის მქონე ადამიანებზე, უმტკინვეულოდ ხდება ცელულიტებისა და ზედმეტი ცხიმების დაშლა-გამოყოფა. ორთქლის აბაზანების პროცედურა უსაფრთხოა მათთვის, ვისზეც საუნა უარყოფითად მოქმედებს, რადგან ადამიანის თავი არ იმყოფება ორთქლის ზემოქმედების ქვეშ.  ცენტრი გთავაზობთ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო- გამაჯანსაღებელ პროგრამებს, როგორებიცაა ოსტეოქონდროზის, ოსტეოპოროზის და იმუნიტეტის გამაძლიერებელი პროცედურები.

პარო ფიტო ცენტრი გთავაზობთ სამკურნალო მასაჟებს, სახის კანისა და თმის მოვლის ფიტო პროცედურებს ბუნებრივი, ჯანსაღი მცენარეული მასალით.თქვენ მოგემსახურებიან მაღვალკვალიფიციური პროფესიონალი ექიმ-კონსულტანტები, რომლებიც სპეციალურად თქვენთვის შეარჩევენ ინდივიდუალურ პროგრამას.ცენტრი მუშაობს 10:00 დან 21:00 საათამდე ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. სასურველია წინასწარ ჩაწერა. იზრუნე საკუთარ თავზე! პარო ფიტო ცენტრი - იქ სადაც ჯანმრთელობა და სილამაზეა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის:საბურთალო, შარტავას 45

ტელ: 599 46 24 24

ნანუკა ჩართოლანი

სპეციალურად საიტისთვის

სიახლეების გამოწერა

გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ საბუღალტრო ჟურნალში სიახლეების გამოქვეყნებისას ინფორმირებული იქნებით ელ. ფოსტის საშუალებით.

საბუღალტრო
მომსახურება

აუდიტორული
მომსახურება

სასწავლო
პროგრამები

საბუღალტრო
ჟურნალი

© 2007, Account LLC - Account Center, All Rights Reserved.
Created by