GEO  ENG  RUS

ფიქსირებული გადასახადები და ბუღალტრების შეხვედრა

23 დეკემბერი, 2015

2015 წლის 22 დეკემბერს ქ.თბილისში შპს "ინტერბზინესის აკადემიაში" გაიმართა ბუღალტრების შეხვედრა.შეხვედრის ორგანიზატორი იყო შპს "Account LLC - საბუღალტრო ცენტრი " ,შპს "აუდიტორ ბუღალტერი" და შპს "ფინანსერვისი" .შეხვედრის თემა იყო "ფიქსირებული გადასახადები".შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კომპანიის მთავარი ბუღალტრები  მათ შორის რუსთავიდან და კახეთიდან. შპს "Account LLC - საბუღალტრო ცენტრის " დირექტორმა ქ-ნ ხატია ჭონქაძემ მონაწილეებს წარუდგინა ვრცელი პრეზენტაცია "ფიქსირებული გადასახადები" .პრეზენტაციის შემდეგ  კითხვა -პასუხის რეჟიმში გაიმართა დისკუსია .შეხვედრის მეორე ნაწილში ქ-ნ ლიკა ბინიაშვილმა ისაუბრა მიკრო მეწარმე და მცირე ბიზნესის შესახებ.ქ-ნ ლიკა თავად გახლავთ ინდივიდუალური მეწარმე და შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება.შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა სამახსოვრო ფოტოსესია და მონაწილეებმა დაწერეს საკუთარი შეფასებები.

სიახლეების გამოწერა

გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ საბუღალტრო ჟურნალში სიახლეების გამოქვეყნებისას ინფორმირებული იქნებით ელ. ფოსტის საშუალებით.

საბუღალტრო
მომსახურება

აუდიტორული
მომსახურება

სასწავლო
პროგრამები

საბუღალტრო
ჟურნალი

© 2007, Account LLC - Account Center, All Rights Reserved.
Created by