GEO  ENG  RUS

ბუღალტრების შეხვედრა

1 დეკემბერი, 2015

2015 წლის 30 ნოემბერს შპს ინტერბიზნესის აკადემიაში გაიმართა ბუღალტრების შეხვედრა.შეხვედრა მომზადდა და გაიმართა შპს "ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრის" და შპს "ფინანსერვისის" ორგანიზებით.შეხვედრაში მონაწილეობდა შპს "ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრის" პარტნიორი კომპანია "Apricot Software" .ბუღალტრების შეხვედრაში მონაწილეობა იყო უფასო და მიზნად ისახავდა კოლეგების გაცნობას და ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.შეხვედრის წამყვანი გახლდათ შპს "ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრის" დირექტორი ხატია ჭონქაძე.მან პირადად გააცნო მონაწილეებს შეხვედრა და მოისმინა მათი აზრი.შეხვედრის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინა კომპანია Apricot Software -ს ბიზნესს კონსულტანტმა სტეფანემ.მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა,საბუღალტრო და სავაჭრო სისტემების შესახებ რომელსაც მომხმარებლებს სთავაზობს კომპანია Apricot Software.მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ საპრეზენტაციო მასალები და საინსტალაციო დისკები.პრეზენტაციის შემდეგ შპს" ფინანსერვისის" დირექტორმა ქეთევან ორმოცაძემ წარადგინა პრზენტაცია მოგება -ზარალის თემაზე.თემას მოყვა მონაწილეების მხრიდან აქტიური ჩართულობა და გაიმართა დებატები.კითხვა -პასუხის რეჟიმში კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და მიიღეს სასარგებლო რჩევები.შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა სამახსოვრო ფოტოსესია.

სიახლეების გამოწერა

გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ საბუღალტრო ჟურნალში სიახლეების გამოქვეყნებისას ინფორმირებული იქნებით ელ. ფოსტის საშუალებით.

საბუღალტრო
მომსახურება

აუდიტორული
მომსახურება

სასწავლო
პროგრამები

საბუღალტრო
ჟურნალი

© 2007, Account LLC - Account Center, All Rights Reserved.
Created by