GEO  ENG  RUS

აქციეთ თქვენი სწავლა ინვესტიციად

19 ოქტომბერი, 2015

ამ გოგონას გამორჩეული მუსიკალური მონაცემების (მუსიკალური ოჯახის) გამო დიდი მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.ბავშვობიდან უყვარს ფორტეპიანო და მუსიკალური სკოლის 8 კლასი დაამთავრა.განსაკუთრებული გარეგნობის გამო კი ხშირად იწვევდენ სამოდელო სააგენტოები,ერთი აგენტი მის დათანხმებას  ზუსტად 3 წელი ცდილობდა.მან 15 წლის ასაკში დაამთავრა სკოლა და გახდა სტუდენტი ,ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი იმ წელს.15 წლის ასაკიდან არის ციფრები მის ცხოვრებაში რის გარეშეც მას აღარ შეუძლია.მეგობრებო გაიცანით ეს ულამაზესი გოგონა თამარ ჭონქაძე, მთავარი ბუღალტერი.

გამარჯობა.მადლობა ინტერვიუსთვის .დაასახელეთ თქვენი სამუშაო ადგილი და თანამდებობა

გამარჯობა.ამჟამად მე ვარ რამდენიმე კომპანიის მთავარი ბუღალტერი.

რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში და რატომ ბუღალტერია?

ისე  როცა ვფიქრობ, ბავშვობაში რა მინდოდა  რომ გამოვსულიყავი მახსენდება თამაში რომელსაც ვთამაშობდი და მას ერქვა  „საბუთობანა“ ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის ჟურნალები სახატავები, ერთად სახელად “საბუთები”.დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ რომ ზუსტად ამიხდა.ცოტა მოზრდილ ასაკში მინდოდა პიანისტი გამოვსულიყავი ,15 წლის ასაკში კი უკვე  ვიცოდი რომ მთელი ცხოვრება მექნებოდა შეხება ციფრებთან (იღიმის)

რამდენი წლის იყავით როდესაც ბუღალტერად დაიწყეთ მუშაობა?

მე ვიყავი 21 წლის  როდესაც დავიწყე ბუღალტრის დამხმარედ მუშაობა

გაიხსენეთ პირველი სამუშაო ადგილი

ეს იყო ირანული იმპორტიორი  კომპანია, სადაც პირდაპირ  სუპერფინში მომიწია მუშაობა (იღიმის) პირველი იყო საბაჟო დეკლარაციები, რაც მაშინ ძალიან რთული იყო.ახლა კი ჩემი საყვარელი თემაა

გაიხსენეთ პირველი დეკლარაციები?

პირველად დამოუკიდებლად დღგ-ს გადამხდელი ი/მ  მეწარმის  დეკლარაცია გადავაგზავნე ელექტრონულად .ეს იყო  დღგ, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი, თვის განაცემთა ინფორმაცია და მახსოვს რა ბედნიერი ვიყავი თუმცა ვნერვიულობდი ,ძალიან რადგან მეშინოდა დეკლარაცია არ წაშლილიყო (იცინის)

პირველი ხელფასი?

ოო, ჩემი ხელფასი პირველი ხელფასი 20 წლის ასაკში , მახსოვს ქაშუეთში ვიყავი  და მაცხოვრის ხატი და ლოცვების წიგნი შევიძინე რაც დღემდე მაქვს .

გაიხსენეთ პირველი კურიოზი ?

ჩემი პირველი კურიოზი უკავშირდება საბანკო გადარიცხვებს,მახსოვს ახალი აღებული მქონდა ინტერნეტბანკი და ერთ ერთ მეწარმეს ვედავებოდი თითქოსდა ზედმეტად გადარიცხულ თანხას.

მოგვიყევით თქვენი ერთი სამუშაო დღე?

ჩემი ერთი სამუშაო დღე არ მოიცავს კონკრეტულ გაწერილ სამუშაო საათებს.ეს არის ერთი დღე დილიდან გვიან ღამემდე რომელიც მოიცავს : ბუღალტერიას,მეწარმეებთან შეხვედრას,დებიტორები,კრედიტორები და რა თქმა უნდა სწავლა.

როგორ ფიქრობთ რა არის აუცილებელი იმისთვის რომ ახლაგაზრდა ასაკში შედგე ბუღალტრად ?

ვფიქრობ მთავარი არის მიზანდასახულობა,უნდა იცოდე რა გინდა და საქმე რასაც აკეთებ უნდა გიყვარდეს.... ეს ჩემი  აქსიომაა.

რომ არა ბუღალტერია რა პროფესიის იქნებოდა თამარ ჭონქაძე ?

რომ არა ბუღალტერია ,მე მაინც ვიქნებოდი ციფრების სამყაროში,რადგან ძალიან მიყვარს.

მესიჯი  რასაც გაუგზავნიდით დამწყებ ბუღალტრებს?

გარისკეთ ,   აქციეთ სწავლა თქვენს ინვესტიციად.ეს საუკეთესოა რასაც საკუთარ თავს გაუკეთებთ

დაასახელეთ თქვენი საოცნებო კომპანია სადაც გინდათ იყოთ მთავარი ბუღალტერი?

ხშირად მეკითხებიან ვარ თუ არა რომელიმე ბრენდი კომპანიის მთავარი ბუღალტერი და მინდა გითხრათ რომ მე დავიწყე ამაზე ფიქრი (იცინის)

დიდი მადლობა წარმატებები

სიახლეების გამოწერა

გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ საბუღალტრო ჟურნალში სიახლეების გამოქვეყნებისას ინფორმირებული იქნებით ელ. ფოსტის საშუალებით.

საბუღალტრო
მომსახურება

აუდიტორული
მომსახურება

სასწავლო
პროგრამები

საბუღალტრო
ჟურნალი

© 2007, Account LLC - Account Center, All Rights Reserved.
Created by