GEO  ENG  RUS

მინდა ჩემმა შრომამ მიაღწიოს საუკეთესო შედეგს.

17 ოქტომბერი, 2015

ჩვენი დღევანდელი სტუმარია სარეკლამო კომპანია „ედვიჟენის“ ბუღალტერი ლელიკო ხვედელიძე.მოტივირებული,ენერგიული,მომღიმარი და თანამედროვე ბუღალტერი.ის ბავშვობაში ოცნებობდა რომ გამომძიებელი გამხდარიყო.2010 წლიდან კი  არის ბუღალტერიაში ,წლების განმავლობაში პროფესიულად იზრდებოდა ,სწავლობდა და დღესაც  სწავლობს.გამომძიებელი ვერ გამოვიდა თუმცა მთავარი ბუღალტერი გახდა.მისი ოცნებაც ნახევრად ასრულებულია ,ციფრების გამოძიებას აწარმოებს და გაუხსნელი საქმეები არ აქვს.

გამარჯობა ლელიკო .გვითხარი თქვენი სამუშაო ადგილი და თანამდებობა?

სარეკლამო კომპანია შპს ედვიჟენი, ბუღალტერი

რა პროფესიაზე ოცნობობდით ბავშვობაში და რატომ ბუღალტერია?

ბავშვობაშიც და მოზრდილ ასაკშიც  მინდოდა გამომძიებელი ვყოფილიყავი,  რატომ ბუღალტერია?  ეს იყო პეტერბურგში.. ვხუმრობ, ეს მოხდა შემთხვევით, არც მიფიქრია რომ ოდესმე ბუღალტერი ვიქნებოდი.

რამდენი წლის იყავით როდესაც ბუღალტერად დაიწყეთ მუშაობა?

მე ვიყავი 26 წლის

გაიხსენეთ პირველი სამუშაო ადგილი?

ჩემი პირველი სამუშაო იყო შპს „ მაჭახელა– სამიკიტნო“-ში სადაც ვმუშაობდი 5 წელი. 2010-2015 წლებში

გაიხსენეთ პირველი დეკლარაციები?

პირველი დეკლარაცია იყო 2012 წლის იანვარში.ეს იყო შპს „მაჭახელა– სამიკიტნო“-ში

გაიხსენეთ პირველი ხელფასი ?

ჩემი პირველი ხელფასი იყო 2010 წლის  დეკემბერში  500 ლარი

მოგვიყევით თქვენი ერთი სამუშაო დღე?

ყოველი დღე იწყება სამსახურით.დილის 10:00 საათზე სამსახურში ვარ და ვიწყებ წინა დღით განრიგით დაგეგმილი საქმეების შესრულებას.

როგორ ფიქრობთ რა არის აუცილებელი იმისთვის რომ ახლაგაზრდა ასაკში შედგე ბუღალტრად?

საქმის სიყვარული, მოტივაცია და მონდომება

რომ არა ბუღალტერია რა პროფესიის იქნებოდა ლელიკო ხვედელიძე?

ბუღალტერია რომ არ არსებობდეს ალბათ ვიქნებოდი მოცეკვავე, რადგან ვგიჟდები ცეკვაზე.

თქვენი  მესიჯი  რასაც გაუგზავნიდით დამწყებ ბუღალტრებს?

როდესაც გიყვართ საქმე,  გაზარდე  შენი თავი , მოინდომეთ  და ყველაფერი გამოგივათ.

დაასახელეთ თქვენი საოცნებო კომპანია სადაც გინდათ იყოთ მთავარი ბუღალტერი?კონკრეტულ კომპანიაზე არ მიფიქრია და არ ვოცნებობ ამ ეტაპზე, სადაც არ უნდა ვიყო მინდა ჩემმა შრომამ და მონდომებამ მიაღწიოს საუკეთესო შედეგს.

დიდი მადლობა.წარმატებები

 

სიახლეების გამოწერა

გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ საბუღალტრო ჟურნალში სიახლეების გამოქვეყნებისას ინფორმირებული იქნებით ელ. ფოსტის საშუალებით.

საბუღალტრო
მომსახურება

აუდიტორული
მომსახურება

სასწავლო
პროგრამები

საბუღალტრო
ჟურნალი

© 2007, Account LLC - Account Center, All Rights Reserved.
Created by