GEO  ENG  RUS

წარმატებული მენეჯერი

14 ოქტომბერი, 2015

პირველად მას უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში შევხვდი, რაღაცით ყველას ყურადღებას იპყრობდა ,ენერგიული , მხიარული და სამართლიანი გოგონა. წლების შემდეგ ერთმანეთს შემთხვევით ბუღალტერიის სამყაროში შევხვდით.დღეს მე ჟურნალისტის ამპლუაში ვარ ,ის კი რესპოდენტია წარმატებული მენეჯერი და ბუღალტერი სალომე კობალავა.მისთვის არ არსებობს წარუმატებელი საქმე, მთავრია კარგი გუნდი ყავდეს და მუდამ მზადაა გამარჯვებისთვის იბრძოლოს.

გამარჯობა სალომე.მადლობა ინტერვიუსთვის.გვითხარი თქვენი სამუშაო ადგილი და თანამდებობა?

ვმუშაობ სუპერმარკეტების ქსელ „ორ ნაბიჯში“ მენეჯერის პოზიციაზე და აგრეთვე ვაკეთებ რამოდენიმე კომპანიის ბუღალტერიას

სალომე  რა პროფესიაზე ოცნობობდით ბავშვობაში

ბავშვობაში სულ მინდოდა, რომ ექიმი, კერძოდ კი ქირურგი გამოვსულიყავი და ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადამერჩინა.თუმცა მათემატიკაც ძალიან მიყვარდა. როცა აბიტურიენტობის წლებს მივუახლოვდი და არჩევანის წინაშე დავდექი მათემატიკა ავირჩიე. დღეს უკვე ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით, რადგან ჩემი საქმე და პროფესია ძალიან მიყვარს

გაიხსენეთ პირველი სამუშაო ადგილი?

პირველი სამუშაო ადგილი იყო 21 წლის ასაკში, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, სუპერმარკეტების ქსელ „იოლი“-ში ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე

გაიხსენეთ თქვენს მიერ პირველი წარმატებულად შესრულებული სამუშაო?

ესე კონკრეტულად ვერცერთს ვერ გამოვყოფ. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე სამუშაო, რომლისთვისაც ხელი მომიკიდია და დამიწყია წარუმატებლად დამთავრებულიყო. არ მიყვარს მარცხი და ყველა დაწყებული საქმე წარმატებით მიმყავს ბოლომდე

პირველი ხელფასი?

ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი ხელფასი იყო 250  ლარი . ისიც კარგად მახსოვს როცა პირველი ხელფასი  ავიღე, თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა .არაფერია იმ შეგრძნებაზე უკეთესი, როცა ხვდები, რომ რაღაც მნიშვნელოვანს და ღირებულს ქმნი და თუნდაც მცირედით ეს გიფასდება

გაიხსენეთ პირველი კურიოზი?

როცა სამსახური დავიწყე და გამოუცდელი ვიყავი, ყველა საქმეს გაასმაგებული სიფრთხილით და ყურადღებით ვეკიდებოდი. მახსოვს ერთ კრედიტორს 1 თვე ვურეკავდი ტელეფონზე იმისთვის, რომ მისამართში ერთი თანხმოვანი დაეკორექტირებინათ. მაშინ ამას ძალიან განვიცდიდი

მოგვიყევით თქვენი ერთი სამუშაო დღე?

დილა იწყება 8 საათზე ფინჯანი ყავით. შემდეგ მივდივარ სამსახურში. დღის ძირითად ნაწილს ვატარებ იქ. საღამოს სახლიდან ვაგრძელებ მუშაობას უკვე ბუღალტერიის მიმართულებით (როგორც მოგახსენეთ რამოდენიმე ფირმის ბუღალტერიას ვაკეთებ) ასევე მიწევს ხოლმე სხვა სამსახურებთან დაკავშირებით შეხვედრების ორგანიზება, როცა ამას საქმე მოითხოვს. კვირაში რამოდენიმე დღის რამოდენიმე საათს ვუთმობ ენის შემსწავლელ კურსებს .თავისუფალ დროს ვცდილობ მაქსიმალურად გავატარო მეგობრების და ახლობლების წრეში. საღამოს ძირითად ნაწილს კი  ძირითადად ოჯახურ გარემოში ვატარებ

როგორ ფიქრობთ რა არის აუცილებელი იმისთვის რომ ახალაგაზრდა ასაკში შედგე წარმატებულ მენეჯერად ?

ცოდნა, ბევრი შრომა, ინტელექტი, სწორი ხედვა და ხასიათის სიმტკიცე

მესიჯი  რასაც გაუგზავნიდით ახალგაზრდებს რომლებასაც სურთ გახდნენ წარმატებული მენეჯერები?

ახალგაზრდებს, რომლებიც ეხლა ქმნიან მომავალს და კარიერას, ვურჩევ რომ ქონდეთ მიზანი:რა უნდათ და იშრომონ თავდაუზოგავად ამ მიზნის მისაღწევად.პირველმა წარუმატებელმა ნაბიჯმა არ უნდა შეგვაშინოს, ყოველი ესეთი ნაბიჯი წარმატების საწინდარია. მიზნის მიღწევას საჭიროა: დრო, ენერგია  და შრომა.

დაასახელეთ თქვენი საოცნებო კომპანია სადაც გინდათ იმუშავებდი?

არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, რომელ ორგანიზციაში ვიმუშავებ. ჩემთვის მთავარია სადაც ვიქნები იქ შევიქმნა  სრული კომფორტი. მყავდეს კარგი სტაფი და შემეძლოს ჩემი ცოდის და ძალის დემონსტრირება. მადლობა ღმერთს, რომ მე დღეს ესეთი სამსახური მაქვს, თუმცა არც ფინანსური მენეჯმენტის  კუთხით ცოდნის გაღრმავებაზე ვიტყოდი უარს და კარიერულ წინსვლას ამ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციებში 

სიახლეების გამოწერა

გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ საბუღალტრო ჟურნალში სიახლეების გამოქვეყნებისას ინფორმირებული იქნებით ელ. ფოსტის საშუალებით.

საბუღალტრო
მომსახურება

აუდიტორული
მომსახურება

სასწავლო
პროგრამები

საბუღალტრო
ჟურნალი

© 2007, Account LLC - Account Center, All Rights Reserved.
Created by