GEO  ENG  RUS

თუ გიყვარს წარმატება გარდაუვალია

12 ოქტომბერი, 2015

„თუ ბუღალტერია გიყვარს დაიწყე და წარმატება გარდაუვალია ,თუნდაც წლების მერე „ ამბობს ახალგაზრდა ,მომხიბვლელი ბუღალტერი ქეთი ორმოცაძე.მისი ყოველი დღე დილის 07:00 საათზე იწყება და  დღის უდიდესი ნაწილი ეთმობა ბუღალტერიას.ქეთის ოცნება არის  გახდეს აუდიტორი .უყვარს ცეკვა და მოგზაურობა.  მან საინტერესო გზა გაიარა ბუღალტრობამდე.გზა რომელიც მოიცავდა,ბავშვობის ოცნებას ,აბიტურიენტობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს , ACCA-ს წიგნებს და მასწავლებლობას.თუმცა იმ დღეს როდესაც სტამბაში ბუღალტერია ჩააბარეს მიხვდა რომ ეს მისი საქმე იყო.წლების მერე დაწინაურდა და 2015 წლიდან საკუთარი კომპანია გახსნა.“ფინანსერვისი „რომლის საქმიანობაა საბუღალტრო მომსახურება.

გამარჯობა ქეთი .მადლობა ინტერვიუსთვის .გვითხარი თქვენი სამუშაო ადგილი და   თანამდებობა

2010 წლიდან ვმუშაობ  სტამბაში (შპს „ფორმა")  ბუღალტრად.  2015 წლის თებერვალში  დავაფუძნე ბუღალტრული კომპანია. შპს „ფინანასერვისი“, რომლის საქმიანობა და ძირითადი მიზანი არის  კვალიფიციური საბუღალტრო მომსახურების გაწევა.

რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში და რატომ ბუღალტერია?

ბავშვობაში მინდოდა სტომატოლოგი ვყოფილიყავი, თუმცა აბიტურიენტობის დროს        მივხვდი რომ ეს პროფესია აღარ მომწონდა,ამიტომ გადაწყვეტილება შევცვალე და  ჩავაბარე თსუ-ში  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, სპეციალობა ბიზნესის ადმინისტრირება, არჩევითი საბანკო საქმე, მინდოდა ბანკში მუშაობა, არასდროს მიფიქრია ბუღალტრობაზე, ეს პროფესია მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში (იღიმის) და   ახლა ვოცნებობ აუდიტორად მუშაობაზე.უნივერსიტეტის დავამთავრების შემდეგ   მაშინვე მუშაობა ვერ დავიწყე,უქმად  რომ არ ვყოფილიყავი, ვიფიქრე ACCA-ს რამდენიმე წიგნს გავივლი იქნებ გამომადგეს-მეთქი (ბუღალტრობაზე მაშინაც არ ვფიქრობდი). დავიწყე სწავლა და თანდათან დამაინტერესა ამ პროფესიამ, ასე მოვხვდი გაუცნობიერებლად ბუღალტერიაში .თან მყავდა VI კლასელი მოსწავლე, რომელსაც ვასწავლიდი ინგლისურს, მათემატიკასა და ქართულს. (ესეც იმისთვის რომ ტყუილად არ ვყოფილიყავი, შემდეგ მივხვდი ეს ჩემი არ იყო)

გაიხსენეთ პირველი სამუშაო ადგილი

სამსახური არ გამომიცვლია, მხოლოდ რამდენიმე ფირმა დამემატა, პირველი  სამუშაო ადგილი შპს „ფორმა", მანამდე მყავდა მოსწავლე.

პირველი დეკლარაციები

პირველი დეკლარაცია იყო 2010 წლის ოქტომბერში საშემოსავლო დეკლარაცია რომელიც კოლეგასთან ერთად გადავაგზვანე.

პირველი ხელფას

პირველი ხელფასი ავიღე 21 წლის ასაკში მოსწავლისგან, 150 ლარი, მახსოვს ძალიან მიხაროდა, რადგან ჩემი შრომით მოვიპოვე.

გაიხსენეთ პირველი კურიოზი

ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა,როდესაც  საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში წავედი ანგარიშზე თანხის შესატანად და კრედიტორისთვის გადასარიცხად. თანხა შევიტანე და გადარიცხვის თქმა დამავიწყდა, სამსახურში რომ მოვედი მაშინ გამახსენდა, წავედი ისევ რა უნდა მექნა (იღიმის)  ახლა სიცილით მახსენდება, მაგრამ მაშინ ძალიან გავბრაზდი ჩემ თავზე .

მოგვიყევით თქვენი ერთი სამუშაო დღე

დილა იწყება 07:00 სთ-ზე, ყოველ დილით უნდა გადავხედო დღის განრიგს, რომელიც წინ დღით ჩამოვაყალიბე, დაახლოებით 20:00 საათამდე მაქვს სამუშაო დღე, შემდეგ მიყვარს მეგობრებთან ერთად  საღამოს გატარება, თუ ძალიან დავიღალე დღის განმავლობაში, ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილი ჩემი სახლია, თუმცა სახლშიც ვაგრძელებ მუშაობას

როგორ ფიქრობთ რა არის აუცილებელი იმისთვის რომ ახლგაზრდა ასაკში შედგე ბუღალტრად?

ახალგაზრდა ასაკში ჩამოყალიბდე როგორც პროფესიონალი ბუღალტერი, ჩემი აზრით ამისთვის საჭიროა გიყვარდეს შენი საქმე, არ შეგეშინდეს სირთულეების, რაც არცთუ ისე ცოტა  გხვდება ცხოვრების გზაზე და  საჭიროა ძალიან ბევრი შრომა, საკუთარ თავთან მუშაობა.

რომ არა ბუღალტერია რა პროფესიის იქნებოდა ქეთი ორმოცაძე?

როგორც მოგახსენეთ, ბავშვობაში სტომატოლოგობაზე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ვერ გეტყვით რა პროფესიის ვიქნებოდი,  ალბათ მოცეკვავე? ალბათ მოცეკვავე, ვინაიდან  ძალიან მიყვარს ცეკვა, როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო ცეკვა ჩემთვის განტვირთვაა.

მესიჯი  რასაც გაუგზავნიდით დამწყებ ბუღალტრებს

დამწყებ ბუღალტერს ვეტყოდი თუ გიყვართ ბუღალტერია  დაიწყეთ და გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების. და მაშინ  წარმატება გარდაუვალია, თუნდაც წლების შემდეგ

დაასახელეთ თქვენი საოცნებო კომპანია სადაც გინდათ იყოთ ბუღალტერი

საოცნებო კომპანია, სადაც მთავარ ბუღალტრად ვიმუშავებდი, არ მაქვს, ჩემი ოცნება არის ჩემი საბუღალტრო კომპანია გახდეს წარმატებული და ვიყო წარმატებული კომპანიის დირექტორი.

დიდი მადლობა წარმატებები

სიახლეების გამოწერა

გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ საბუღალტრო ჟურნალში სიახლეების გამოქვეყნებისას ინფორმირებული იქნებით ელ. ფოსტის საშუალებით.

საბუღალტრო
მომსახურება

აუდიტორული
მომსახურება

სასწავლო
პროგრამები

საბუღალტრო
ჟურნალი

© 2007, Account LLC - Account Center, All Rights Reserved.
Created by