GEO  ENG  RUS

ბიზნესი და ბუღალტერია

6 ოქტომბერი, 2015

“ბიზნესი მაღალ ქუსლებზე “ თამამად შეგიძლია უწოდო მის ცხოვრებას,ცხოვრება რომელიც შედგება ოჯახური ბიზნესის და ბუღალტერიისგან.დღევანდელი ჩვენი სტუმარია ლიკა ბინიაშვილი.ახალგაზრდა ,მომხიბვლელი მეწარმე ქალბატონი, რომელიც თავად აწარმოებს საკუთარი ბიზნესის ბუღალტერიას.მასთან ბუღალტერია 27 წლის ასაკში მივიდა და დღემდე მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.ამავე დროს ლიკას აქვს საინტერესო სამსახური ის ინტერბიზნესის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსია.ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

გამარჯობა.დიდი მადლობა ინტერვიუსთვის . გვითხარით თქვენი სამუშაო ადგილი და თანამდებობა

მე ვმუშაობ შპს ინტერბიზნესის აკადემიაში სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და აგრეთვე შეთავსებული მაქვს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობა.გარდა აკადემიისა ვარ ინდივიდუალური მეწარმე და თვითონ ვაკეთებ ჩემი ორგანიზაციის ბუღალტერიას და ასევე მეუღლის ბიზნესის ბუღალტერიას

ლიკა რა პროფესიაზე ოცნობობდით ბავშვობაში

ბავშვობაში ჯერ კიდევ მაშინ როცა ჩემი თანატოლები თიჯინებით თამაშობდნენ, მე კალამი და ფურცელი მეჭირა და ბანკის თანამშრომლად წარმომედგინა თავი.ამიტომ დავამთავრე საბანკო საქმე და ფინანსები, მაგრამ სამწუხროდ ბავშვობის ოცნება ვერ ავიხდინე. თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ და მომწონს დღევანდელი ჩემი დაკავებული თანამდებობები

რატომ და როდის ბუღალტერია?

ბუღალტერიაზე არასოდეს მიოცნებია ,თუმცა ოჯახური გარემოებებიდან გამომდინარე მომიწია ამ პროფესიის დაუფლება და მინდა გითხრათ რომ ძალიან შემიყვარდა

რამდენი წლის იყავით როდესაც ბუღალტერად დაიწყეთ მუშაობა?

მე ვიყავი 27 წლის

გაიხსენეთ პირველი სამუშაო ადგილი

ჩემი პირველი სამუშაო ადგილი იყო შპს " ბსბ" ,სადაც ფინანსური მენეჯერის მოადგილეს თანამდებობა მეკავა

გაიხსენეთ პირველი ხელფასი

ჩემი პირველი ხელფასი იყო 300 აშშ დოლარი

გაიხსენეთ პირველი დეკლარაცია ?

პირველად დამოუკიდებლად რომ მოვამზადე დეკლარაციები ,მინდა გითხრათ რომ

ძალიან ვნერვიულობდი.მოვამზადე დეკლარაციები , ჩავრთე რს.ჯი და დავურეკე მეგობარს (იღიმის) ჩემი ბუღალტერი მეგობრის სატელეფონო კონსულტაციების ფონზე გადავაგზავნე დეკლარაციები.როდესაც ეკრანზე გამოჩნდა წარწერა დეკლარაცია წარმატებით გადაიგზავნა ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა.

მოგვიყევით თქვენი ერთი სამუშაო დღე

დღის ძირითად ნაწილს ვატარებ ინტერბიზნესის აკადემიაში და ვერც წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება სტუდენტების გარეშე.  ძალიან მიყვარს ჩემი სამუშაო კაბინეტი.დღის მეორე ნაწილს ვუთმობ ოჯახს: მყავს მეუღლე და ორი შვილი და რა თქმა უნდა ბუღალტერიას, რომელიც ასევე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია

როგორ ფიქრობთ რა არის აუცილებელი იმისთვის რომ ახალგაზრდა ასაკში შედგე ბუღალტრად?

იმისთვის რომ ახალგაზრდა ასაკში შედგე ბუღალტრად აუცილებელია შრომისუნარიანობა, მონდომება და ყურადღება.

რა მესიჯს გაუგზავნიდით დამწყებ ბუღალტრებს ?

გიყვარდეთ ბუღალტერია და მუდმივად იყვაით ორიენტირებულები სწავლაზე

დიდი მადლობა.წარმატებები

სიახლეების გამოწერა

გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ საბუღალტრო ჟურნალში სიახლეების გამოქვეყნებისას ინფორმირებული იქნებით ელ. ფოსტის საშუალებით.

საბუღალტრო
მომსახურება

აუდიტორული
მომსახურება

სასწავლო
პროგრამები

საბუღალტრო
ჟურნალი

© 2007, Account LLC - Account Center, All Rights Reserved.
Created by