GEO  ENG  RUS

18 წლიდან ბუღალტერიაში

1 ოქტომბერი, 2015

მისი შემხედვარე იფიქრებ რომ ეს ლამაზი გოგონა მოდელი ან მსახიობია.გამორჩეული სტილით და მომხიბვლელი მანერებით მალევე დაგამახსოვრებს თავს , საოცრად მეგობრული და კომუნიკაბელურია.27 წლის გოგონა რომელიც რამდენიმე კომპანიის მთავარი ბუღალტერია. ის ბუღალტერზე გავრცელებულ ყველანაირ სტეროტიპს ამსხვრევს.მას არ ჭირდება კაბინეტი ,მას ყველგან შეხვდებით მთავარია ინტერნეტი ჰქონდეს და ყველგან მზადაა მუშაობისთვის.ეს გახლავთ მაია პეტაშვილი მთავარი ბუღალტერი ,ბავშვობაში ოცნებობდა მომღერალი გამოსულიყო თუმცა 18 წლის ასაკში მის ცხოვრებაში ბუღალტერია გამოჩნდა და დღემდე მისი საყვარელი საქმიანობაა. უყვარს სიახლეები და  მოგზაურება. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

გამარჯობა.მადლობა ინტერვიუსთვის.მოგვიყევით თქვენს შესახებ რატომ ბუღალტერია?

ბავშვობაში ვოცნდებობდი მომღერალი გამოვსულიყავი.(იღიმის)რაც შეეხება ბუღალტერიას ჩემს ცხოვრებაში ძალიან უცნაურად და პატარა ასაკში შემოიჭრა.ზოგადად ძალიან მიყვარს სიახლეები და ეს იყო ერთ-ერთი სიახლე რომელიც დღეს უკვე ცხოვრების წესია.

გაიხსენეთ პირველი სამსახური

ჩემი პირველი სამსახური იყო18 წლის ასაკში  საბუღალტრო მომსახურების კომპანია სადაც მუშაობა დამხმარე ბუღალტერის პოზიციაზე დავიწყე.გარკვეული პერიოდის შემდეგ გავხდი ამ კომპანიის თანამშრომელი.

პირველი დეკლარაცია რომელიც მოამზადეთ?

ჩემი პირველი დეკლარაცია იყო გადახდის წყაროსთან დაკავშირებული დეკლარაცია რომელიც ჩავაბარე გლდანი-ნაძალადევის რაიონის შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში , მაშინ ჯერ კიდევ ხელით ვავსებდით დეკლარაციის ფორმას და შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში  ვაბარებდით.

პირველი ხელფასი ?

ჩემი პირველი ხელფასი იყო 200 ლარი (იღიმის) ამ დღეს ვიყავი ძალიან ბედნიერი რადგან ჩემი შრომით მოვიპოვე და 18 წლის სტუდენტი გოგოსთვის ეს დიდი პოზიტივი იყო.

გაიხსენეთ  რაიმე სახალისო ისტორია თქვენი გამოცდილებიდან?

როგორც ზემოთ ვახსენე დეკლარაციები უნდა ჩაგვებარებინა შემოსავლების სამსახურში ,მახსოვს 2009 წელი იყო ,15 რიცხვი დეკლარაციების მიღების ბოლო დღე, მოვამზადე დეკლარაციები დირაკლოით გახვრიტე, ავკინძე , ოფისს ბედნიერმა გადავავლე თვალი და ამაყად გავემართე .მხოლოდ გზაში გამახსენდა რომ ჩემი დეკლარაციები ისევ მაგიდაზე ელაგა(იღიმის ),ეს მაშინ ჩემთვის შოკი იყო თუმცა დღეს ღიმილით მახსენდება.

მოგვიყევით როგორია მაია პეტაშვილის ერთი სამუშაო დღე ?

ჩემი დღე იწყება ყავით ,ბავშვი მიმყავს ბაღში,ვბრუნდები და აუცილებლად ვიხდები ჩემს სამუშაო ბლოკნოტში სადაც წინა დღით არის გაწერილი მეორე დღის სამსახურებრივი გეგმა.რადგან ძალიან მოუსვენარი პიროვნება ვარ და არ შემიძლია ერთ ადგილას დილიდან საღამომდე ჯდომა ამიტომ სადაც ინტერნეტია იქ ვმუშაობ.

თქვენი აზრით რა არის აუცილებელი იმისთვის რომ ახალგზარდა ადამიანი შედგე პროფესიაში და გახდე მთავარი ბუღალტერი?

ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით რომ აუცილებელია: პასუხისმგებელობა, შრომისუნარიანობა და ნებისყოფა.მუდმივი სამუშაო მზადყოფნა და მაღალი აქტივობა.

რომ არ ყოფილიყო ბუღალტერია ვინ იქნებოდა მაია პეტაშვილი?

ჩემი ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია რადგან მიყვარს სიახლეები და მუდმივად ახლის ძიებაში ვარ , ბავშვობაში ერთდროულად მინდოდა ვყოფილიყავი:მსახიობი,მოდელი, მხატვარი(იცინის) ალბათ ვიქნებოდი ხელოვნების დარგის წარმომადგენელი.

თქვენი მესიჯი რომელსაც დამწყებ ბუღალტერს გაუგზავნიდით?

ყოველთვის იყავით თავდაჯერებულნი და გიყვარდეთ სირთულეები რადგან წარმატება მის გარეშე არ მოდის.დაისახეთ მიზანი და იმუშავეთ თქვენი განვითარებისათვის.როდესაც თქვენი განვითარების დონე მაღალ ნიშნულს მიაღწევს ბევრისთვის სასურველი ბუღალტერი იქნებით.

და ბოლოს დაასახელეთ კომპანია სადაც იმუშავებდით ?

დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ტურიზმის სფეროში რადგან ძალიან მიყვარს მოგზაურობა.

დიდი მადლობა. წარმატებები!

სიახლეების გამოწერა

გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ საბუღალტრო ჟურნალში სიახლეების გამოქვეყნებისას ინფორმირებული იქნებით ელ. ფოსტის საშუალებით.

საბუღალტრო
მომსახურება

აუდიტორული
მომსახურება

სასწავლო
პროგრამები

საბუღალტრო
ჟურნალი

© 2007, Account LLC - Account Center, All Rights Reserved.
Created by